გოგა ხაინდრავა: წარმოიდგინეთ, ნიკა გვარამიამ იცოდა, რომ გიორგი გაბუნიას სასიკვდილო საფრთხე ემუქრებოდა და არ უთხრა

გოგა ხაინდრავა: წარმოიდგინეთ, ნიკა გვარამიამ იცოდა, რომ გიორგი გაბუნიას სასიკვდილო საფრთხე ემუქრებოდა და არ უთხრა

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ გვარამიამ ეს იცოდა, თავად განაცხადა ამის შესახებ, და არაფერი უთხრა გაბუნიას. წარმოიდგინეთ, ყოველ დღე ერთად არიან, ადამიანს სასიკვდილო საფრთხე ემუქრება, ამან ეს ყველაფერი იცის და არ ეუბნება. ასევე არ გააფრთხილა შესაბამისი ორგანობი - ასე აფასებს გოგა ხაინდრავა „დღის ქრონიკის“ ეთერში ნიკა გვარამიას განცხადებას იმის შესახებ, რომ რამზან კადიროვის დაკვეთით გიორგი გაბუნიას მკვლელობა იგეგმებოდა.

„ასევე არ გააფრთხილა შესაბამისი ორგანობი, რომ ასეთი რამ მზადდება. უდანაშაულობის რაღაც სხვა პრეზუმფცია არსებობს, რომელიც მხოლოდ გვარამიას ეხება. მას აქვს უფლება სცემოს ქალს საჯაროდ, აგინოს, ლანძღოს პირდაპირ ეთერში. ყველაფრის უფლება აქვს. ეს არის იმის გაგრძელება, რასაც ჩვენ პოლიტიკაში ვხედავთ“, - განაცხადა ხაინდრავამ.

ნიკა გვარამიას ინფორმაციით, რამზან კადიროვის დაკვეთით გიორგი გაბუნიას მკვლელობა იგეგმებოდა.

15 ივნისს სუს-მა დაადასტურა, რომ შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში რუსეთის მოქალაქეა დაკავებული.

16 ივნისს რამზან კადიროვმა განცხადება გააკეთა, სადაც ის უარყოფს იმას, რომ ქართველი ჟურნალისტის ლიკვიდაცია შეუკვეთა.