ზუგდიდში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ქალაქის მერიის ინფორმაციით, ინფიცირებული 70 წლამდე ასაკის კაცი, რომელიც ლარსის სასაზღვრო პუნქტიდან 12 ივნისს შემოვიდა.
მათი ინფორმაციით, კაცი შემოსვლისთანავე გადაიყვანეს კარანტინში, სადაც PCR კვლევა ჩაუტარდა. უარყოფითი პასუხის შემდეგ ის დროებით გაათავისუფლეს კარანტინიდან, რადგანაც კაცს ძმა გარადეცვალა. ის გასვენებაში ზუგდიდში იმყოფებოდა.
გუშინ კაცს ჩაუტარდა ხელახალი ტესტირება და რადგანაც შემთხვევა საეჭვო იყო, რუხის კლინიკაში გადაიყვანეს. ინფიცირებული მამაკაცის კონტაქტებიდან შვიდი პირი გადაყვანილია კარანტინში და მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა.