დავით ბაქრაძე: ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ აბზაცს დოკუმენტის ხელმომწერი კონგრესემენების ნახევარი არ იცნობს და არც იზიარებს

დავით ბაქრაძე: ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ აბზაცს დოკუმენტის ხელმომწერი კონგრესემენების ნახევარი არ იცნობს და არც იზიარებს

ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია მაქსიმალური რაოდენობის, თითქმის ნახევარ ხელმომწერ კონგრესმენებთან და უკლებლივ ყველამ დაადასტურა, რომ ერთის მხრივ არ იზიარებენ ამ წინადადების სულისკვეთებას და მეორეს მხრივ, მათი უმრავლესობისთვის აბსოლუტურად სიურპრიზი აღმოჩნდა ის, რაზეც ჩვენ მივუთითეთ- ამის შესახებ „ქრონიკასთან“ ინტერვიუში აშშ-ში საქართველოს ელჩმა განაცხადა.

დავით ბაქრაძის თქმით, საელჩომ მათ განუმარტა, რომ ამ ფაქტს შესაბამისი რეაქცია ჰქონდა საქართველოში და კონგრესმენებისთვის სრულიად გასაგებია ის წუხილი, რომელიც ამ დოკუმენტმა საქართველოში გამოიწვია, რადგან ყველა ხედავს, რომ თავად ეს დოკუმენტია წინააღმდეგობრივია.

„ერთის მხრივ, ის განმარტავს და აჩვენებს იმ მიღწევებს, რომელიც საქართველოსა და მის მმართველ გუნდს აქვს აშშ-სთან, ნატოსთან თვალსაზრისით ბოლო წლების განმავლობაში და მეორეს მხრივ, აბსოლუტურად უსაფუძვლოდ წარმოადგენს იმ ბრალდებას, რომელსაც სიმართლესთან არანაირი კავშირი არა აქვს. ასე რომ, რა თქმა უნდა, მათთვისაც უხერხულობის შემქნელი იყო ეს დოკუმენტი და კონკრეტულად ეს ჩანაწერი“- აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

„ამერიკის გაძლიერება და გლობალური საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა“, - აშშ-ის რესპუბლიკელთა კვლევითმა კომიტეტმა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია​ გამოაქვეყნა.

„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, დონ ბეიკონმა კომენტარი გააკეთა დოკუმენტზე, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი და ვიქტორ მედვედჩუკი რუსეთის პრეზიდენტის ახლო მოკავშირეებად არიან მოხსენიებულნი. გადაცემა Пограничная ZONA-სთვის მიცემულ ინტერვიუში კონგრესმენმა აღნიშნა, რომ დოკუმენტის ეს ნაწილი მას არ დაუწერია და საამისოდ ტექნიკური ექსპერტები აიყვანეს.