როგორ გამოვაცხოთ კექსი „ზებრა“ ქვაბში, გაზქურაზე? - რეალური რეცეპტი და გასაგიჟებელი შედეგი

როგორ გამოვაცხოთ კექსი „ზებრა“ ქვაბში, გაზქურაზე? - რეალური რეცეპტი და გასაგიჟებელი შედეგი

ინგრედიენტები

კვერცხი - 3 ც

შაქარი - 1 ჭიქა

რძე - 2 ჭიქა

ზეთი - 0,5 ჭიქა

ვანილი - გემოვნებით

გამაფხვიერებელი - 10 გ

ფქვილი - 2 ჭიქა

კაკაო - 2 სკ

კარაქი - ქვაბისთვის

მომზადების წესები

კვერცხს დაუმატეთ შაქარი და გათქვიფეთ გათეთრებამდე. დაუმატეთ ვანილი, ზეთი, რძე, გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი და გათქვიფეთ.

ცომი გაყავით ორ ნაწილად. ერთ ნაწილს შეურიეთ გაცრილი კაკაო და 1სკ რძე.

ქვაბს წაუსვით კარაქი, მოაყარეთ ფქვილი. ცენტრში მოათავსეთ მინის ჭიქა. თეთრი და ყავისფერი ცომი მონაცვლეობით ჩაასხით ქვაბში.

ქვაბი დადგით დაბალ ცეცხლზე. თავზე გადააფარეთ ჩაის ტილო და თავი დააფარეთ. ნახევარ საათში ცომი შეამოწმეთ. თუკი თავზე კვლავ ნოტიო იქნება, დატოვეთ კიდევ 10 წუთით. ცომის მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით.

კექსი გადაიტანეთ თეფშზე. სურვილისამებრ გააფორმეთ შაქრის ფხვნილით ან შოკოლადის კარაქით.