აშშ-ში, ფლორიდის შტატში, ყოფილ სამხედროს და მის ძაღლს ალიგატორი დაესხა თავს. ამის შესახებ People-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სერჟანტი ტრენტ ტვიდდეილი თავისი 6 წლის ძაღლ ლოკისთან ერთად დილით საკუთარი ფერმის ტერიტორიაზე სეირნობდა, როცა წყალსაცავიდან თითქმის 5-მეტრიანი ალიგატორი ამოძვრა. მტაცებელი ძაღლს თათში სწვდა და მის წყალში ჩათრევას შეეცადა.
ტვიდდეილი არ დაიბნა და ძაღლის საყელურით გამოთრევას შეეცადა, მაგრამ ალიგატორი არ ნებდებოდა. ამის შემდეგ კაცი წყალში შევიდა და ალიგატორს ცემა დაუწყო, სანამ მან ნადავლზე უარი არ თქვა.
ტვიდდეილი ამ ამბავს უვნებელი გადაურჩა, ლოკის კი წინა თათი სერიოზულად დაუზიანდა. პატრონმა ძაღლი ვეტერინართან მიიყვანა, სადაც მას რთული ოპერაცია ჩაუტარეს.