კვლევა: ბოლო 50 წლის განმავლობაში უბედურად თავს ყველაზე მეტი ამერიკელი მიიჩნევს

კვლევა: ბოლო 50 წლის განმავლობაში უბედურად თავს ყველაზე მეტი ამერიკელი მიიჩნევს

აშშ-ის მაცხოვრებლები, ბოლო 50 წლის განმავლობაში, ყველაზე უბედურად გრძნობენ თავს, - ამის შესახებ Al Jazeera ჩიკაგოს უნივერსიტეტის სოციოლოგიური კვლევების ორგანიზაცია NORC-ის ახალ კვლევაზე დაყრდნობით წერს.

კვლევის თანახმად, ზრდასრული ამერიკელების მხოლოდ 14% ფიქრობს, რომ ბედნიერია. 2018 წელს ეს მაჩვენებელი 31%-ს შეადგენდა. ამასთან, წელს გამოკითხულთა 23% ამბობს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში იზოლირებულად გრძნობს თავს, რაც კორონავირუსის პანდემიასთანაა კავშირში.

მკვლევარებმა 1972-დან 2020 წლამდე, ორწლიანი შუალედებით, ამერიკელთა განწყობებისა და ქცევის შესახებ არსებული კვლევები გააანალიზეს. ყოველი კვლევის მიხედვით, სულ მცირე, ამერიკელთა 29% მაინც მიიჩნევდა თავს ბედნიერად.