საბერძნეთის ბორდელებში თითო კლიენტის მომსახურება 15 წუთით შემოიფარგლა

საბერძნეთის ბორდელებში თითო კლიენტის მომსახურება 15 წუთით შემოიფარგლა

კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის ფარგლებში საბერძნეთის მთავრობამ ბორდელების მუშაობის განახლება დაუშვა.

ამასთანავე, მთავრობამ ბორდელების მუშაობის განახლებისთვის მკაცრი მოთხოვნები დააწესა.

ბორდელებისთვის შემუშავებული ახალი გაიდლაინების თანახმად, კლიენტის ბორდელში ვიზიტი 15 წუთით შეიზღუდება, ხოლო სექსმუშაკებსა და კლიენტებს პირბადის ტარების რეკომენდაცია ეძლევათ.

გაიდლაინებში ასევე აღნიშნულია, რომ მომსახურების დროს კარები და ფანჯრები ღია უნდა იყოს, მომსახურების დაფარვა მხოლოდ ბარათით უნდა მოხდეს და არა ნაღდი ფულით.

გარდა ამისა, ბორდელის ადმინისტრაციამ კლიენტების სახელები და ტელეფონის ნომრები ოთხი კვირის განმავლობაში დალუქულ კონვერტში უნდა შეინახოს, რათა საჭიროების შემთხვევაში ინფექციის კვალის დადგენა შესაძლებელი იყოს.