ექსპერტი თამარ მახარობლიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და დღეს, გიორგი რურუას საქმეზე დაცვის მხარის მიერ დაბადებული მოწმეების დაკითხვას ეხმიანება.
მისი თქმით, გიორგი რურუას ბრალდების საქმე ოპოზიციამ საბოლოოდ გადააქცია პოლიტიკურ შოუდ.
,,ნაცვლად იმისა, რომ დაცვის მხარე არგუმენტებით ცდილობდეს პროკურატურის ბრალდების გაბათილებას, დღეს დასაკითხად ნაცმოძრაობის ლიდერები მიჰყავს, რომლებსაც არანაირი შეხება არ აქვთ საქმესთან. ცხადია, მათი მიზანი არის პოლიტიკური ცირკის მოწყობა, რაც კიდევ უფრო აძლიერებს საზოგადოებივ განწყობას, რომ სხვა ბევრ დანაშაულთან ერთად რურუამ ეს დანაშაულიც ჩაიდინა",,- წერს მახარობლიძე