თბილისში, ბაგრატიონის ქუჩაზე ლიფტი ჩაწყდა, დაშავდა ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, არასრულწლოვანს აღენიშნება დაბეჟილობა და ნაკაწრები, ერთ კაცს ქვედა კუდირების მოტეხილობა, მეორე კაცს და ერთ ქალს, ქვედა კიდურების ღია მოტეხილობები.
დაშავებულები სასწრაფომ გადაიყვანა სტაციონარში.