ლაშა ნაცვლიშვილი: არაფერი გარდა პოზიტივისა სახელმწიფოს არ ჩაუდენია. მან მოახერხა და მომზადების სტადიაზე აღკვეთა უმძიმესი დანაშაული

ლაშა ნაცვლიშვილი: არაფერი გარდა პოზიტივისა სახელმწიფოს არ ჩაუდენია. მან მოახერხა და მომზადების სტადიაზე აღკვეთა უმძიმესი დანაშაული

არაფერი გარდა პოზიტივისა სახელმწიფოს არ ჩაუდენია. მან მოახერხა და მომზადების სტადიაზე აღკვეთა უმძიმესი დანაშაული. დაადგინა, ოპერატიულ კონტროლზე აიყვანა და გააუნებელყო პოტენციური მკვლელი, ისე რომ არ დააფრთხო იგი ისეთი მოქმედებებით, რომელთა გამოც ის ფსკერზე დაწვებოდა. ", -  ამის შესახებ ლაშა ნაცვლიშვილმა, “ქართული ოცნების” კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში,  ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით,  რუსეთის სპეცსამსახურები საუკუნეებია ეწევიან, არ თაკილობენ და ამას არც უარყოფენ, რომ სხვა დიდი სახელმწიფოების მსგავსად ისინი ახდენენ საკუთარი სტრატეგიული მოწინააღმდეგეების და მოღალატეების ლიკვიდაციას.

ლაშა ნაცვლიშვილი ასეთი მიდგომის ნათელ მაგალითებად ლიტვინენკოს, სკრიპალების, ზელიმახ ხანგოშვილის საქმეებს ასახელებს. 

„ჩვენ შეიძლება არ ვისაუბროთ და ვერც ვისაუბრებთ სავარაუდო შემკვეთებზე, მაგრამ არავის გაუუქმებია ლათინური მარადიული კითხვა: ვის აწყობდა ეს დანაშაული. არაფერი გარდა პოზიტივისა სახელმწიფოს არ ჩაუდენია. მან მოახერხა და მომზადების სტადიაზე აღკვეთა უმძიმესი დანაშაული. დაადგინა, ოპერატიულ კონტროლზე აიყვანა და გააუნებელყო პოტენციური მკვლელი, ისე რომ არ დააფრთხო იგი ისეთი მოქმედებებით, რომელთა გამოც ის ფსკერზე დაწვებოდა. და ამის გამოც კი, როდესაც სახელმწიფომ პრაქტიკულად უზადოდ იმოქმედა, ნიაღვარი არ წყდება კომენტარების, რომ რაღაც სინქრონში არიან ქართველი სამართალდამცველები რუსებთან. წარმოიდგინეთ, ეს ოპერაცია წარმატებით რომ განხორციელებულიყო, მე მგონი მოდელირებული „ქრონიკის" სერიალს მივიღებდით და მისი შინაარსი ის იქნებოდა, რისი დანგრევასაც 2011 წლის 7 ნოემბრიდან ცდილობენ, რომ პუტინთან დაკავშირებულმა ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას თავი მიართვა თავის ბატონ პუტინს", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.