როგორც იცით, სამეფო ოჯახს მთელი რიგი პრივილეგიები აქვს, დედოფალს კი გამორჩეულად უცნაური უფლებები აქვს და მათი გამოყენება ოჯახის წევრებიდან, მხოლოდ მას შეუძლია.
მართვის მოწმობის გარეშე ტარების უფლება
დედოფალი ერთადერთი ინგლისელია, რომელსაც მანქანის ტარებისას შეუძლია არ იდარდოს სახლში დარჩენილ მართვის მოწმობაზე. პირველად თავისი პროფესიონალიზმი მეორე მსოფლიო ომის დროს გამოავლინა, როცა ქალთა ბატალიონში სასწრაფოს მძღოლად მსახურობდა.
პასპორტის გარეშე მოგზაურობა
ბრიტანეთში ყველა მოქალაქის პასპორტს დედოფლის სახელზე გასცემენ. თავად კი არ სჭირდება დოკუმენტი ატაროს, თავისი ოჯახის წევრებისგან განსხვავებით.
დაბადების დღის წელიწადში ორჯერ აღნიშვნა
ეს ტრადიცია მეოცე საუკუნის დასაწყისში მეფე ედუარდმა დაამკვიდრა: ის გვიან შემოდგომაზე დაიბადა და არ სურდა სახალხო სეირნობების ცუდ ამინდში ჩატარება. ამიტომაც, ინგლისელი მონარქის დაბადების დღე და საზეიმო მსვლელობა ივნისში გადაიტანეს. 21 აპრილს კი ელიზაბეტი დახურულ, საოჯახო არაოფიციალურ წვეულებას აწყობს.
საკუთარი ბანკომატის ქონა
ბუკინგემის სასახლეში პირადი ფულის შესანახი ბანკომატი მხოლოდ დედოფალს ემსახურება.
საკუთარი ვეშაპის ყოლა
ელიზაბეტ მეორე ყველა გედის მფლობელია ტემზაზე. დელფინებს ზუთხებსა და ზვიგენებს კი დიდი ბრიტანეთის ზღვებში ფლობს.
გადასახადებისგან განთავისუფლება
მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად არაა ვალდებული იხადოს, მოხალისეობრივად ის მაინც რიცხავს ფულს ბიუჯეტში.
დედოფალს ვერ დააპატიმრებენ
მთელი სამეფო ოჯახის მსგავსად, დედოფლის დაკავება მიუღებელია. ასევე, მისი პერსონალური მონაცემები გასაიდუმლოებულია.
პირადი პოეტის ყოლა
დედოფლის მიმართ მიძღვნილი ლექსები საერთო ნაციონალური მნიშვნელობისაა.
ეკლესიის მეთაური
ინგლისური ეკლესიის მეთაურის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩამოერთმევა, თუ რელიგიას შეიცვლის.