„ოსკარის“ ცერემონია 2021 წლის 25 აპრილს გაიმართება

„ოსკარის“ ცერემონია 2021 წლის 25 აპრილს გაიმართება

აშშ-ის კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონია, „ოსკარი“ 2021 წელს 25 აპრილს გაიმართება. ამის შესახებ კინოაკადემიის განცხადებაშია ნათქვამი.

„ეს სიმართლეა. „ოსკარის“ შემდეგი ცერემონია 2021 წლის 25 აპრილს გაიმართება. ნომინაციები კი 2021 წლის 15 მარტს გამოცხადდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

„ოსკარის“ ცერემონკიის ჩატარება 2021 წლის თებერვლის ბოილოს იყო დაგეგმილი, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ორგანიზატორები იძულებულნი გახდნენ ცერემონიის ჩატარების თარიღი შეეცვალათ.

29 აპრილს ცნობილი გახდა, რომ პანდემიის გამო, დაჯილდოვებისთვის ფილმები შერჩევით საფეხურზე, პირველად დაიშვება ნამუშევრები, რომლებიც კინოგაქირავებაში ჯერ არ ყოფილა და მისი დემონსტრაცია მხოლოდ ონლაინ მოხდა.

ამერიკული კინოაკადემიის წესების თანახმად, „ოსკარის“ ნომინაცია შეიძლება მიიღოს მხოლოდ იმ ფილმებმა, რომელთა ჩვენებაც ლოს-ანჯლესის კინოთეატრებში სულ მცირე ერთი კვირის განმავლობაში მოხდა.

კორონავირუსის გამო, ჰოლივუდის კინოთეატრები 16 მარტის შემდეგ დახურულია. კინოაკადემიამ 93-ე ცერემონიაზე გამონაკლისი დაუშვა.

ეს წესი იქამდე იმოქმედებს, ვიდრე ხელისუფლება კინოთეატრების მუშაობის აღდგენაზე გადაწყვეტილებას მიიღებს.