„მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, მოუწოდა საქართველოს ძალოვან უწყებებს, გაასაჯაროვონ ყველა ინფორმაცია, რომელიც მათ ხელთ არსებობს.
გვარამიამ დეტალურად ისაუბრა საქმეზე, რომელსაც უკრაინელი სპეცსამსახურები იძიებდნენ, და რომელიც პანდემიის დროს საქართველოს ხელისუფლებას გადმოსცეს.
„ინფორმაცია ცნობილი გადხდა და გამოძიება დაიწყო უკრაინის ტერიტორიაზე. უკრიანელებისთვის ცნობილი გახდა, რომ შარშან მის ტერიტორიაზე ეთნიკურად ჩეჩენი , თუ არ ვცდები უკრაინის მოქლალქის მიერ ხდებოდა კოორიდნირება გაბუნიას საქართველოს ტერიტორიაზე ლიკვიდაციის. აღნიშნული იმართებოდა რუსეთის ტერიტორიიდან, კერძოდ ჩეჩნეთის ტერიტორიიდან ხოლო უშუალო განხორიცელება მიმდინარეოდა საქართველოს ტერიტორიაზე. გაბუნიას უთვლათვალბდნენ, ჩვენ იმთავითვე გავაძლიერეთ დაცვა. ჩვენ ვიფიქრეთ რომ ეს იყო ხლეისუფლება, და ეს არ გაგვკვირვებია, რადგან ჩვენთვის მაშინ ეს ინფორმაცია არ იყო ცნობილი. უკრაინის ტერიტორიაზე გამოძიება დიდი ხნის განმალობაში მიმდიარებოდა საქართველსოთვის შეუტყობინებლად და ეს იმის მიზეზით, რომ საქართველო არ იყო სანდო პარტნიორი როცა საქმე ეხებოდა რუსეთის მოქალაქეს. კორონაპანდემის დროს, საქმე გადმოეგზავნა საქართვლოს.
საქართველოს ხელისუფლებამ ეს ინფორმაცია არ მიიღო სერიოზულად და ჩათვალა უკრაინაში საქართველოს „დიდი ლობის“ პროვოკაციად, თუმცა მაინც გააძლიერა კონტროლი, გაბუნიას გადაადგილებაზე. საბოლოოდ დაკავებული იქნბა ეს მოქლაქე, სხვა წინაპირობით მაგრამ რეალურად ამ მიზეზით. ეს მოქალაქე გახლავთ ჰასანბეგ ბადრის ძე ბოკოვი“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.