უსაფრთხოების სტრატეგიის ანალიტიკური დოკუმენტი, რომელიც ამერიკის კონგრესში რესპუბლიკელთა ერთ-ერთ ფრაქციაში მომზადდა და ჯგუფში შემავალი 13 კონგრესმენის ხელმოწერით გავრცელდა, მის მიმართ გამოხატული მაღალი ყურადღების გამო კრიტიკას ვერ უძლებს. ბურუსით მოცული პასაჟი ბიძინა ივანიშვილის შესახებ, რომელიც ეწინააღმდეგება მთლიანად დოკუმენტის ლოგიკას და რომელიც ქართულმა ოპოზიციამ ხელზე დაიხვია პოლიტიკური სპეკულაციისთვის, ამერიკელთა უკან დახევის საგანი გახდა",- ამის შესახებ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტელეკომპანია ,,იმედის" გადაცემაში ,,დღის ქრონიკა" განაცხადა.
გურამ ნიკოლაშვილმა ყურადღება გაამახვილა კონგრესმენ დონ ბეიკონის კომენტარზე, რომელიც ბეიკონმა ინტერნეტარხთან ,,სასაზღვრო ზონა" გააკეთა და სადაც კონგრესმენი ამბობს, რომ დოკუმენტის ის ნაწილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეხება, მას არ დაუწერია და ამისთვის ტექნიკური ჯგუფი იყო დაქირავებული.
საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი იხსენებს კურტ ვოლკერის ინტერვიუსაც, რომელიც დოკუმენტის დაუხვეწაობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ვინაიდან დოკუმენტზე კონგრესმენთა აპარატმა იმუშავა, მათ დააკლდათ საკითხის სიღრმისეული ცოდნა, რაც ვერ მოხდებოდა თუ თემას კონგრესის შესაბამისი კომიტეტი მოამზადებდა.
,,ცოტა ხნის წინ ინტერნეტარხმა სახელად სასაზღვრო ზონა ამ თემაზე ინტერვიუ ჩამოართვა ამერიკელ დიპლომატს კურტ ვოლკერს, რომელმაც დოკუმენტის დაუხვეწავობაზე ისაუბრა და ეს მისი ანალიტიკური ხასიათით ახსნა. მისი სიტყვებით, ვინაიდან დოკუმენტზე კონგრესმენთა აპარატმა იმუშავა, მათ დააკლდათ საკითხის სიღრმისეული ცოდნა, რაც ვერ მოხდებოდა თუ თემას კონგრესის შესაბამისი კომიტეტი მოამზადებდა. კურტ ვოლკერი აღნიშნავს, რომ არასწორია ბიძინა ივანიშვილისა და ბატონი მედვედჩუკის გვერდიგვერდ მოხსენიება, რადგანაც უკრაინელი პოლიტიკოსისგან განსხვავებით ივანიშვილი სრულიად დამოუკიდებლად მოქმედებს და არ გააჩნია კავშირი კრემლის მმართველთან. 1 დღის წინ კი იგივე ინტერნეტარხმა აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით ინტერვიუ ერთ-ერთ ხელმომწერ კონგრესმენს დონ ბეიკონს ჩამოართვა. მისი სიტყვებით, რაიმე სანქციაზე საუბარი არ შეიძლება იყოს კონკრეტული ფაქტების განხილვის გარეშე. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის ხსენებას, კონგრესმენი ბეიკონი პასუხობს, რომ მას არ დაუწერია დოკუმენტის ეს ნაწილი და ამისთვის ტექნიკური ჯგუფი იყო დაქირავებული",- განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.
მისი თქმით, ვიდრე ოპოზიცია საკუთარი არასახარბიელო მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ხავსს საზღვარგარეთ ეჭიდება, თანდათანობით ახლოვდება არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის ვადაც.
,, ქართული ოცნება ადასტურებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მათი მხრიდან იქნება მხარდაჭერილი, საარჩევნო სიასა და მაჟორიტართა კანდიდატების ფორმირებაზეც მუშაობა პარტიის შიგნით დაწყებულია, ხოლო ოპოზიცია ჯერ-ჯერობით ვერ შეჯერდა საარჩევნო სტრატეგიაზე. რამდენიმე თვის წინ ოპოზიცია სიხარულით აკომენტარებდა სხვადასხვა კვლევას, რომლის მიხედვითაც ჯამურად მათ შეეძლოთ ოცნების დამარცხება. გაერთიანებული ოპოზიციის ხორცშესხმის ყველაზე ნათელი ილუსტრაცია სწორედ ერთიანი სიაა, სწორედ იმგვარი, როგორც ეს კოალიცია ქართულმა ოცნებამ შექმნა 2012 წელს. გამარჯვების შანსის მოსაპოვებლად ლეიბორისტთა ოფისში მოქმედი ინტერპარტიული ფორმატი ერთიანი საარჩევნო ბლოკის შექმნაზე უნდა კონცენტრირდეს. საარჩევნო სისტემის საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილია, მისი კენჭისყრა მხოლოდ დროის ამბავია. გაერთიანება კი ნიშნავს ძალიან ჭრელი პოზიციებისა და კიდევ უფრო ჭრელი წარსულის მქონე სუბიექტების ერთიან პლატფორმაზე თავმოყრას, რაც წესით მრავალჭირნახულ სუბიექტებს თავიანთი განვლილი პოლიტიკური ტრაექტორიის გათვალისწინებით არ უნდა გაუჭირდეთ",- ამბობს საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა