გიორგი გახარია: საგანგებო მდგომარეობის დროს, არც ერთი შემთხვევა ადამიანის ფუნდამენტური, კონსტიტუციური უფლების უმიზეზოდ შეზღუდვისა ამ ქვეყანაში არ დაფიქსირებულა

გიორგი გახარია: საგანგებო მდგომარეობის დროს, არც ერთი შემთხვევა ადამიანის ფუნდამენტური, კონსტიტუციური უფლების უმიზეზოდ შეზღუდვისა ამ ქვეყანაში არ დაფიქსირებულა

ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც ჩვენ გავატარეთ, თავისი მიზეზ-შედეგობრივი ახსნა ჰქონდა და პირდაპირ იყო მიმართულ ეპიდემიის გავრცელების სისწრაფის შენელებისკენ. საგანგებო მდგომარეობის დროს, არც ერთი შემთხვევა ადამიანის ფუნდამენტური, კონსტიტუციური უფლების უმიზეზოდ შეზღუდვისა ამ ქვეყანაში არ დაფიქსირებულა. ის გამოცდილება, რომელიც ჩვენ ბოლო 4-5 თვის განმავლობაში მივიღეთ, არ უნდა დაიკარგოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრისას განაცხადა.

„საარჩევნო წელიწადის გათვალისწინებით, როცა ჩვენ დავიწყეთ საგანგებო მდგომარეობიდან გამოსვლა, იმ კითხვებიდან გამომდინარე, რომელიც საზოგადოებაში, სამოქალაქო სექტორში ისმოდა, ალბათ, პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მთავრობამ საკუთარი ნებით წარადგინა ანგარიში. გარდა იმისა, რომ მე თვითონ მივედი პარლამენტში და იქ კითხვებს ვუპასუხე. მთავრობის ადმინისტრაციამ შეადგინა ანგარიში, რომელიც ქართულად უკვე გამოქვეყნდა და ხვალ ინგლისურადაც გამოქვეყნდება. ამ ანგარიშში დეტალურადაა განხილული, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, საქართველოს მთავრობის ყველა ნაბიჯი, მისი მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დასაბუთება და ახსნილია ის, თუ როგორ ვუყურებთ ხვალინდელ დღეს“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

Aburjga Tasmanieli რა მაგის პასუხია და ... ვინმეს გინახავთ ყვითელი ჩიტი, "კანარეიკას" რომ ეძახიან?! აა... გინახავთ, არ გინახავთ?! მაშინ ახლა ჩართეთ პალიტრა ტვ იქ მიდის გადაცემა 360 გრადუსი, წამყვანი კანარეიკა ტუხიაშვილი!
4 წლის უკან