მორიგი ინციდენტი პარლამენტში. დეპუტატებს შორის მცირე შელაპარაკება ამნისტიის კანონპროექტის განხილვას მოჰყვა. უმცირესობის წევრები თვლიან, რომ სამოხელეო დანაშაულზე ამნისტია არასათანადოდ ვრცელდება. აკაკი ბობოხიძის განცხადებით, ეს გამიზნულად ხორციელდება, რადგან ხელისუფლებამ პოლიტიკური დევნა მომავალშიც გააგრძელოს. ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან უმრავლესობის წარმომადგენლები. უფრო დეტალურად ამ თემაზე მირიან გორგოძე ისაუბრებს.