ამერიკელმა ქალმა 47 პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, იმისთვის, რომ ბუნებრივი იერი მიეღო. ამის გამო ქალი გინესის წიგნში მოხვდა. ამის შესახებ Daily Mirror წერს.
1987 წელს სინდი ჯექსონი პლასტიკური ქირურგის დანის ქვეშ 14-ჯერ დაწვა. 2005 წელს ქალი პლასტიკური ოპერაციების რაოდენობით გინესის წიგნში მოხვდა. ქალმა ამის შემდეგ პლასტიკურ ქირურგს კიდევ 30-ჯერ მიმართა.
ქალი გამოცემასთან ამბობს, რომ მისი თვითმიზანი არასდროს ყოფილა გინესის წიგნში მოხვედრა. „მე ყოველთვის ვისწარფოდი იმისთვის, რომ ბუნებრივი იერი მქონოდა“ , -აცხადებს ის. მისი თქმით, ის ამ ტიტულს ალბათ ბრაზილიელ როდრიგო ალვესს გადააბარებს. კაცმა 48-ჯერ მიმართა პლასტიკურ ქირურგებს. 2016 წელს ის კლინიკაში კანის ნეკროზის გამო იწვა.