ბრიტანეთის დედოფალმა 94 წლის იუბილე მოკრძალებულად აღნიშნა. მონარქის პატივსაცემად ბუკინგემის სასახლესთან არც ტრადიციული აღლუმი გამართულა და არც ზარბაზნებიდან უსვრიათ.
94-ე დაბადების დღეს ელიზაბეტ II მეუღლესთან ერთად უინძორების სასახლეში შეხვდა, სადაც ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან. სასახლის ეზოში მარშით გვარდიის პოლკმა ჩაიარა. ცერემონია სოციალური დისტანცირების წესის დაცვით გაიმართა.
დაბადების დღე ბრიტანეთის დედოფალს 21 აპრილს აქვს, თუმცა საჯაროდ ის იუბილეს ივნისის მეორე შაბათ დღეს აღნიშნავს.