თეთრი სახლის ტრამპი იუბილარია. დონალდ ტრამპი დღეს 74 წლის გახდა. დაბადების დღე პრეზიდენტს ორიგინალურად მიულოცეს სამხრეთ კაროლინელმა რესპუბლიკელებმა. ტრამპის პატივსაცემად მათ ჰარტველის ტბაზე ნავების აღლუმი, ე.წ. „ტრამპტილა“ მოაწყვეს.
ანალოგიური აქცია გაიმართა დეტროიტშიც. მონტანაში კი პრეზიდენტის პატივსაცემად ავტომანქანების აღლუმი მოეწყო.
ტრამპი დაიბადა და გაიზარდა ნიუ-იორკში. 1968 წელს ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხი მიიღო პენსილვანიის უნივერსიტეტის უორტონის სკოლაში. 1971 წელს მამამისის, ფრედ ტრამპისგან მემკვიდრეობით მიიღო უძრავი ქონება და სამშენებლო კომპანია, რომელსაც მოგვიანებით სახელი შეუცვალა და The Trump Organization დაარქვა. 1996-2015 წლებში ფლობდა სილამაზის კონკურს Miss USA-ს. 2000 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა რეფორმების პარტიიდან სცადა, თუმცა ხმის მიცემის დაწყებამდე კანდიდატურა მოხსნა. 2004-2015 წლებში, ტელეარხ NBC-ზე მიჰყავდა რეალითი სატელევიზიო სერიალი The Apprentice 2016 წელს, „Forbes“-ის მილიონერთა სიაში ტრამპი მსოფლიო მასშტაბით 324-ე ადგილს იკავებს, აშშ-ში კი 156-ე პოზიციას.
2015 წლის ივნისში, ტრამპმა საკუთარი თავი რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად წამოაყენა და სწრაფად იქცა კანდიდატობისთვის მებრძოლ რეალურ კანდიდატად თავისი პარტიიდან. 2016 წლის მაისში, მისმა რესპუბლიკელმა კონკურენტებმა თავიანთი კამპანია შეაჩერეს და უკვე ივლისში, ტრამპი ოფიციალურად დასახელდა პრეზიდენტობის კანდიდატად 2016 წლის არჩევნებზე.