ბრიტანეთში სუპერმარკეტში ნაყიდი კვერცხებიდან იხვები გამოიჩეკნენ

ბრიტანეთში სუპერმარკეტში ნაყიდი კვერცხებიდან იხვები გამოიჩეკნენ

დიდ ბრიტანეთში, ჰერფორდშირის საგრაფოში ექსპერიმენტის ფარგლებში სუპერმარკეტში ნაყიდი კვერცხებიდან 3 იხვი გამოიჩეკა. ამის შესახებ BBC იტყობინება.

გამოცემის ინფორმაციით, 29 წლის ჩარლი ლელომ ექსპერიმენტის ჩატარება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მსგავსი ვიდეო Fაცებოოკ-ზე ნახა. მან ერთ-ერთ სუპერმარკეტში იხვის კვერცხები იყიდა და ისინი ინკუბატორში მოათავსა. რამდენიმე დღის შემდეგ კი სრულიად ჯანმრთელი ფრინველები გამოიჩეკნენ, რომლებსაც ლელომ ბიპი, პიპი და მიპი დაარქვა.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება კვერცხის მწარმოებელმა კომპანიამ გაავრცელა. მათი თქმით, განაყოფიერებული კვერცხის მოხმარება ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.