საფრანგეთში ჩეჩნებმა იჩხუბეს

საფრანგეთში ჩეჩნებმა იჩხუბეს

საფრანგეთში ეთნიკურმა ჩეჩნებმა და აფრიკელებმა იჩხუბეს, - ამის შესახებ გამოცემა France Info იტყობინება.

ინციდენტი ქალაქ დიჟონში მოხდა. დაშავდა, სულ მცირე, 11 ადამიანი. 2 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.

ჩეჩნური დიასპორის მტკიცებით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აფრიკელ ნარკომოვაჭრეთა ბანდა 16 წლის ჩეჩენს ფიზიკურად გაუსწორდა. მათთვის ანგარიშის გასასწორებლად დიჟონში ჩეჩნები საფრანგეთის სხვადასხვა რეგიონიდან ჩავიდნენ.