კონგრესმენი ბეიკონი ბიძინა ივანიშვილის შესახებ ჩანაწერზე: დოკუმენტის ეს ნაწილი მე არ დამიწერია, ტექსტის შედგენაზე ტექნიკურმა ექსპერტებმა იმუშავეს

კონგრესმენი ბეიკონი ბიძინა ივანიშვილის შესახებ ჩანაწერზე: დოკუმენტის ეს ნაწილი მე არ დამიწერია, ტექსტის შედგენაზე ტექნიკურმა ექსპერტებმა იმუშავეს

„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, დონ ბეიკონმა კომენტარი გააკეთა დოკუმენტზე, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი და ვიქტორ მედვედჩუკი რუსეთის პრეზიდენტის ახლო მოკავშირეებად არიან მოხსენიებულნი.

გადაცემა Пограничная ZONA-სთვის მიცემულ ინტერვიუში კონგრესმენმა აღნიშნა, რომ დოკუმენტის ეს ნაწილი მას არ დაუწერია და საამისოდ ტექნიკური ექსპერტები აიყვანეს.

ჟურნალისტის კითხვას, თუ როგორ შედგა დოკუმენტი, დონ ბეიკონმა უპასუხა: „მე ამ დოკუმენტის ეს ნაწილი არ დამიწერია. ჩვენ ტექნიკური ექსპერტები ავიყვანეთ, რომლებიც დაგვეხმარნენ დოკუმენტის შედგენაში. მე ამ დოკუმენტის სტრატეგიული ნაწილით ვიყავი დაკავებული. ჩვენ საქართველოსთან ახლო ურთიერთობები გვსურს. საქართველო ჩვენი მეგობარია. ქართველი ხალხი ჩვენი მეგობარია. იგივე შემიძლია უკრაინაზე ვთქვა“.

Aburjga Tasmanieli თქვენ დაგაფსათ თავზე და ხელებზე ყველა ჩიბათელმა თხამ, თქვე ფურთხით გაკეთებულებო! ამ საქართელოზე გადამკვდარ, საქართველოზე ზრუნვაში დაუშრეტელ კაცს უმიზეზოდ რომ გვილანძღავთ და გულს გვტკენთ, რა გგონიათ, შეგრჩებათ??!! მაღალი ღმერთი ყველაფერს ხედავს და დამსახურებულ სასჯელს ვერსად წაუხვალთ!! ღმერთს არ გაუჭირდება ამისათვის სათანადო ტექნიკური ექსპერტების გამოძებნა!
5 წლის უკან
dima ვინ იყო ტექნიკური ექსპერტი-ბათუ ქუთელია?!(((
5 წლის უკან
romani :)))
5 წლის უკან