პაატა იმნაძე: ჩვენი თანამოქალაქეების ნაწილის ქცევას როცა ვუყურებთ, შეიძლება სიტუაცია იმაზე ადრე დაიძაბოს, ვიდრე ველოდებოდით

პაატა იმნაძე: ჩვენი თანამოქალაქეების ნაწილის ქცევას როცა ვუყურებთ, შეიძლება სიტუაცია იმაზე ადრე დაიძაბოს, ვიდრე ველოდებოდით

სამწუხაროდ, ჩვენი თანამოქალაქეების ნაწილის ქცევას როცა ვუყურებთ, შეიძლება სიტუაცია იმაზე ადრე დაიძაბოს, ვიდრე ველოდებოდით - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე მეორე ტალღის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პაატა იმნაძის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, აშშ-ის, ევროპის და სხვა ქვეყნების დაავადებათა კონტროლის ცენტრები აცხადებენ, რომ რესპირაციული დაავადებების სეზონი ზამთარში დგება.

„ისევე როგორც ჩვენ ვემზადებით იმისათვის, რომ თუ ზამთარში მეორე ტალღა მძლავრად შემოგვიტევს და ჯანდაცვვის სისტემა იყოს მზად, ყველა, ვინც არის ამ ქვეყნაში, უნდა ფიქრობდეს, შემოდგომაზე რა მოხდება და წინასწარ იყვნენ მზად იმისთვის, რა სხვადასხვა სიტუაციაში შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყანა“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

Aburjga Tasmanieli 1 თვეში ახალი 1500-3000 შემთხვევა გვექნება! ის კარგი შედეგი რომელიც გვქონდა დადგა იმით, რომ მთავრობამ გამოიყენა მთელი თავისი რესურსი, ექიმების რეკომენდაციები ზედმიწევნით შეასრულა და ამით ჩანასახშივე შებოჭა ინფექცია!!! ახლა მთავრობას ამოეწურა რესურსიც, დროც, მოთმინებაც გამოელია გამომდინარე ე.წ. ოპოზიციის მუდმივი შანტაჟიდან. ასე რომ ...
4 წლის უკან