"პირველი ტალღა არ დამთავრებულა ჯერ მსოფლიოში. ის, რასაც ჩვენ ვხედავთ ეს არის პირველი ტალღის ბოლო,- ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მეორე ტალღა ოქტომბერში ან ნოემბერში იქნება. ზაფხულში პირველი ტალღა შესუსტდება , - განაცხადა ცერცვაძემ.
"მსოფლიოში პირველი ტალღა ჯერ არ დამთავრებულა. ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, არის პირველი ტალღის ბოლო, ნარჩენები ასე რომ ვთქვათ. პირველი და მეორე ტალღა ერთმანეთს უნდა გადაებას. როგორც კი მორჩება პირველი, დაიწყება მეორე. ვარაუდობენ, რომ მეორე ტალღა ოქტომბერში ან ნოემბერში იქნება. ზაფხულში პირველი ტალღა შესუსტდება", - განაცხადა ცერცვაძემ.