გია ვოლსკი არჩევნების შესაძლო გადადებაზე: არც ამ თემამ ჩაიარა პოლიტიკური სპეკულაციების და ცრუპენტელობის გარეშე

გია ვოლსკი არჩევნების შესაძლო გადადებაზე: არც ამ თემამ ჩაიარა პოლიტიკური სპეკულაციების და ცრუპენტელობის გარეშე

ხვალვე რომ იყოს არჩევნები ან თუნდაც ოქტომბერში, პერსპექტივა არ გააჩნიათ, - ამის შესახებ გიორგი ვოლსკი საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გადადებაზე ოპოზიციის რეაქციაზე საუბრისას განაცხადა. საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერის თქმით, მმართველი გუნდის ოპონენტები შექმნილი ვითარებას საკუთარ ინტერესებში გამოყენებას ცდილობს.

„არც ამ თემამ ჩაიარა სამწუხაროდ პოლიტიკური სპეკულაციების და ცრუპენტელობის გარეშე. ყველამ იცის, მათ შორის ოპოზიციამ და ნებისმიერმა ადამიანმა, თუ რა ხდება ვირუსის გავრცელების შემთხვევაში, ცხადდება საგანგებო ვითარება. არათუ არჩევნები, ნებისმიერი სხვა აქტივობა იქნება გადადებული. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ეს მოხდეს. ოპოზიცია უბრალოდ სარგებლობს ამ რეალობით, რაც თვითონაც კარგად იცის და უნდა, რომ თავი წარმოაჩინოს უკვე გამარჯვებულად და ხელისუფლებას არ აწყობს თურმე არჩევნების ჩატარება. ხვალვე რომ იყოს არჩევნები ან თუნდაც ოქტომბერში, პერსპექტივა არ გააჩნიათ, მაგრამ ეს პოლიტიკური ნაწილია. რეალობაში, ჩვენ უარესისთვის უნდა ვემზადოთ და უკეთეს შედეგს მივიღებთ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ირაკლი კობახიძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა, რომ თუ ეპიდემიის მეორე ტალღა დაემთხვა არჩევნებამდე, 31 ოქტომბრამდე პერიოდს, არჩევნები შეიძლება დეკემბერში გაიმართოს, რასაც ოპოზიციის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, დღეს, ობიექტური საფუძველი იმისა, რომ არჩევნები შეიძლება გადაიდოს, არ არსებობს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის თქმით კი, „პანდემიის მხრივ, ჯერჯერობით არ ჩანს იმის ნიშნები, რომ არჩევნები გადაიდოს.

 

Maverick თქვენც ადექით და მაგ თვითმარქვია ოპოზიციის "გასახარებლად" არჩევნების ჩატარება სექტემბერში მიჰას საყვარელ "ბარხატნი სეზონზე" ჩაატარეთ, მაგ არამზადებიც გამოუშვებენ ორთქლს და ჩვენც მოვითქვამთ სულს!
4 წლის უკან