პოპულარულმა ამერიკელმა მომღერალმა არიანა გრანდემ ლოს-ანჯელესში სახლი იყიდა. ამის შესახებ გამოცემა Dirt წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, ფეშენებლური სახლი მომღერალს 13,7 მილიონი დოლარი დაუჯდა. სახლი ლოს-ანჯელესის ე.წ. მწვანე ბორცვებზე 35 აკრ ფართობზეა გაშენებული. მას 4 საძინებელი, 7 აბაზანა, სასტუმრო ოთახი, სამზარეულო, საუნა და აუზი აქვს.