ჯენიფერ ლოპესი ბეისბოლის კლუბის შეძენას აპირებს

ჯენიფერ ლოპესი ბეისბოლის კლუბის შეძენას აპირებს

ჯენიფერ ლოპესი ამერიკის შეერთებული შტატების ბეისბოლის კლუბის, „ნიუ-იორკ მეტსის“ შეძენას აპირებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Foxsports ავრცელებს.

ცნობილმა ამერიკელმა პოპ-ვარსკვლავმა უკვე წამოიწყო მოლაპარაკება მამა-შვილთან, ფრედი და ჯეფრი უილპონებთან, რომლებიც ამ კლუბის აქციათა საკონტროლო პაკეტს ფლობენ და კორონავირუსით გამოწვეული ფინანსური სირთულეების გამო მის გაყიდვას აპირებენ.

ჯენიფერ ლოპესის ყოველწლიური შემოსავალი ამ ეტაპზე 400 მილიონ დოლარს შეადგენს, მისი მეუღლე ალექს როდრიგესი კი ყოფილი ბეისბოლელია.

რაც შეეხება „ნიუ-იორკ მეტსს“, ეს გუნდი ქვეყნის ორგზის ჩემპიონია.