თითქმის 20-წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად ტელეკომპანია ABC-ს პოპულარული რეალითი შოუს The Bachelor („უცოლო“) მთავარი გმირი ფერადკანიანი კაცი გახდება. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ამერიკულმა ტელეკომპანიამ ასეთი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც შოუში რასობრივი მრავალფეროვნების არარსებობის გამო კრიტიკა დაიმსახურა.
ასეთი გადაწყვეტილება ამერიკულმა კომპანიამ მას შემდეგ მიიღო, რაც შოუმ კრიტიკა დაიმსახურა იმის გამო, რომ მონაწილეებს შორის რასობრივი მრავალფეროვნება არ არის. პეტიციას, რომლის ავტორებიც ასეთი მიდგომის შეცვლას მოითხოვდნენ ხელი 86 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა. ამასთან, ფერადკანიანი გმირის არჩევა აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის გახმაურებული მკვლელობით გამოწვეულ პროტესტსაც უკავშირდება.
Bachelor-ის გმირი 28 წლის მეტ ჯეიმსი შეეცდება, რომელიც ABC-ის გადაწყვეტილება სწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს.
მანამდე შავკანიანი მთავარი გმირი შოუს სპინოფს - Bachelorett-ს ჰყავდა. 2002 წლიდან ეთერში გადაცემის 40 სეზონი გავიდა. მას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. შოუს მონაწილე სიყვარულს ათობით კონკურსანტს შორის ეძებს.