სამეფო ოჯახის წევრები ნათესავები არიან, მიუხედავად ცოლ-ქმრობისა, როგორც Independent იუწყება დედოფალი ელისაბედი და პრინცი ფილიპე ნათესავები არიან. მათ სისხლის 1 ხაზი აქვთ და ორივე პირდაპირ კავშირშია დედოფალ ვიქტორიასთან.
მოგზაურობის საიტმა Expedia-მ ონლაინ ინსტუმენტი შეიმუშავა, რომელიც გვაჩვენებს, თუ როგორ უკავშირდებოდა სკანდინავიური და ბრიტანეთის სამეფოს ოჯახები ერთმანეთს მთელი ამ წლების განმავლობაში. საიტზე ასევე ჩანს, თუ რამდენანდ მჭიდრო კავშირშია ბრიტანეთის სამეფო ოჯახი.
ელიზაბედი მამის მხრიდან პირდაპირი შთამომავალია. 1837 წლის თებერვალში ვიქტორია დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი გახდა. 1840 წელს პრინც ალბერტზე იქორწინა და მათ 9 შვილი ჰყავდათ, აქედან 4 ბიჭი და 5 გოგო. მისი უფროსი ვაჟი ედვარდი 1841 წელს დაიბადა და ტახტზე 1901 წელს ავიდა, ხოლო მისი მეორე უფროსი შვილი ჯორჯი, რომელიც დედოფალ ელისაბედის ბაბუაა, ტახტზე 1910 წელს ავიდა.
ელისაბედი ტახტზე 1952 წლის 6 თებერვალს ავიდა. ვინაიდან ვიქტორია მამის ხაზიდან ელისაბედის დიდი-დიდი-ბებიაა, ფილიპი მონარქთან დედის ხაზითაა დაკავშირებული.
ვიქტორიას მეორე ქალიშვილი, პრინცესა ალისა 1843 წელს დაიბადა. 1862 წელს ლუდვიგ IV-ს გაჰყვა ცოლად და მათ 8 შვილი ჰყავდათ. 1863 წელს ელისმა პირველი შვილი, ვიქტორია გააჩინა, რომელმაც შემდგომ მამამისის ნათესავზე პრინც ლუისზე იქორწინა. 1 წლის შემდეგ მათ პირველი შვილი ეყოლათ და მას ელისი დაარქვეს. ის 1903 წელს საბერძნეთისა და დანიის პრინც ენდრიუს გაჰყვა ცოლად. მათ 5 შვილი ეყოლათ. მათ შორის პრინცი ფილიპე, რომელიც 1921 წელს დაიბადა. აქედან გამომდინარე ფილიპე და ელისაბედი მესამე ხაზის ბიძაშვილები არიან.