აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში: არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიზანი რუსეთის სასარგებლოდ საქართველოში ვითარების დესტაბილიზაციაა

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში: არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიზანი რუსეთის სასარგებლოდ საქართველოში ვითარების დესტაბილიზაციაა

ამერიკელი დიპლომატი და აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი რესპუბლიკური პარტიის კვლევითი კომიტეტის ანგარიშს აკრიტიკებს. შესაბამისი განცხადება მან სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ კვლევა საქართველოს მიღწევებს დადებითად აფასებს, მასში გაჟღერებული გარკვეული განცხადებები უსაფუძვლოა და ქვეყანას ცუდ სამსახურს უწევს. კერძოდ, საუბარი დოკუმენტის იმ აბზაცზეა, სადაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირედ არის მოხსენებული.

„იმის მიუხედავად, რომ მეც ვაკრიტიკებდი ქართულ პოლიტიკას გარე „მესიებზე“ დამოკიდებულებაზე, იმის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ივანიშვილის მიზანი რუსეთის სასარგებლოდ საქართველოში ვითარების დესტაბილიზაციაა. პირიქით, ბოლო 8 წლის განმავლობაში საქართველოს მნიშვნელოვანი დემოკრატიული მიღწევები აქვს და ამასთან მოსკოვთან პრაგმატულ კავშირს ამყარებს, რაც რეგიონში დაძაბულობის შემსუბუქებას იწვევს და საქართველოს საშუალებას აძლევს ღვინო და სხვა პროდუქტები რუსულ ბაზარზე გაიტანოს“, - წერს კორტნი, რომელიც საქართველოში აშშ-ის ელჩად 1995-1997 წლებში მუშაობდა.

 

 

Aburjga Tasmanieli ძლივს არ გამოჩნდა ერთი საღად მოაზროვნე ამერიკელი?! Hardly a single sensible American has appeared ?! )))
4 წლის უკან