„ოსკარზე“ კატეგორიაში „საუკეთესო ფილმი“ წარდგენილი ნომინანტების რიცხვი არ შეიცვლება. პრესტიჟული ჯილდოსთვის ყოველთვის 10 სურათი იბრძოლებს. ინფორმაცია ამის შესახებ კინოაკადემიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ახალი წესი 94-ზე ცერემონიაზე ამოქმედდება, რომელიც 2021 წელს ჩატარდება. 2009 წლიდან მოქმედებს წესი, რომლის მიხედვითაც კატეგორიაში ნომინანტთა რაოდენობა ათს არ უნდა აღემატებოდეს. მანამდე კი საუკეთესო ფილმის ტიტულისთვის 5 ფილმი იბრძოდა.