ჟურნალმა Empire ინდიანა ჯონსი ისტორიაში საუკეთესო კინოგმირად აღიარა

ჟურნალმა Empire ინდიანა ჯონსი ისტორიაში საუკეთესო კინოგმირად აღიარა

ჟურნალ Empire-ის ვერსიით ისტორიაში უდიდესი კინოგმირი ინდიანა ჯონსია, რომლის როლსაც ჰარისონ ფორდი ასრულებს.

ამის დასადგენად გამოცემამ მკითხველებს შორის გამოკითხვა ჩაატარა, რომლებმაც საუკეთესოდ ცნობილი ფრანშიზის მთავარი გმირი აირჩიეს. პერსონაჟი 1973 წელს კინოსტუდია Lucasfilm-ის დამფუძნებელმა, ჯორჯ ლუკასმა შექმნა. სწორედ ის გახდა ფილმების სერიის პროდიუსერი, რომლის რეჟისორიც სტივენ სპილბერგია.

რეიტინგის მეორე ადგილზეა ელენ რიპლი ფილმიდან „უცხო“, მესამეზე კი რკინის კაცის Marvel-ის კინოსამყაროდან. მეოთხე ადგილზეა კაპიტანი ამერიკა, მეხუთეზე კი ლუკ სქაიუოკერი „ვარსკვლავური ომებიდან“.