ლევან ნიკოლეიშვილი: ოპოზიცია თავდაცვის სამინისტროს უტევს, თითქოს, ხელისუფლებას უტევს

ლევან ნიკოლეიშვილი: ოპოზიცია თავდაცვის სამინისტროს უტევს, თითქოს, ხელისუფლებას უტევს

თავდაცვის სამინისტროს უტევენ, თითქოს, ხელისუფლებას უტევენ. თავდაცვის ძალები მთელი საქართველოს საკუთრებაა, - ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა ლევან ნიკოლეიშვილმა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო ოპოზიციაზე განაცხდა.

ნიკოლეიშვილმა პარლამენტში თავდაცვის მინისტრის ანგარიში შეაფასა და ოპოზიცია გააკრიტიკა, რომელიც ამ პროცესს არ ესწრებოდა.

„ნუთუ არ გიჩნდება რეალური კითხვები ან სიამაყის გრძნობა, რომ შენი ქვეყნის სამხედროები ასეთ წამატებებს აღწევენ?! მაგრამ აქ ცოტა სიღრმისეული მიზეზებიც არსებობს. ეს ხალხი თავდაცვის სამინსტროსაც უყურებენ, როგორც მოწინააღმდეგეს და მთელი ბოღმა, ღვარძლია გადასული. უტევენ, თითქოს, ხელისუფლებას უტევენ. თავდაცვის ძალები მთელი საქართველოს საკუთრებაა. საქმეც სწორედ ამაშია, რომ ისინი ამას ვერ გებულებენ. მათი შვილები, ძმები, ოჯახისწევრები არ მსახურებენ, არ უომიათ, არ უბრძოლიათ. ბრძოლაში მაინდამაინც შეიარაღებულ დაპირისპირებას არ ვგულისხმობ. ომია არის ესეც - დაღლეტილი ბატინკებით დავიწყეთ ჩვენ ჯარის მშენებლობა“, - განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საკანონმდებლო ორგანოში დღეს „მინისტრის საათის“ ფორმატში წარდგა. „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ მინისტრის წლიურ ანგარიშს პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდნენ.