ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელი კობი ბრაიანტი სიკვდილის შემდეგ ემის პრემიის ლაურეატად დაასახელეს. ინფორმაცია ამერიკის სატელევიზიო აკადემიამ გაავრცელა.
პრესტიჟული პრემია გარდაცვლილ სპორსტმენს ლოს-ანჯელესის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და საქველმოქმედო საქმიანობისთვის მიანიჭეს.
„ემის" დაჯილდოების ცერემონია 18 ივლისს გაიმართება. კობი ბრაიანტი 26 იანვარს კალიფორნიაში ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა. ავიაკატასტროფას ემსხვერპლა მისი 13 წლის ქალიშვილიც.