მაიკლ ჯორდანმა 200-კილოგრამიანი თევზი დაიჭირა

მაიკლ ჯორდანმა 200-კილოგრამიანი თევზი დაიჭირა

ლეგენდარულმა კალათბურთელმა მაიკლ ჯორდანმა 200-კილოგრამიანი იალქნოსანი დაიჭირა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

57 წლის ჯორდანი ჩრდილოეთ კაროლინის შტატში ყოველწლიურ კონკურს Big Rock Blue Marlin Tournament-ში მონაწილეობს. ტურნირის საპრიზო ფონდი 3,3 მილიონი დოლარია. ის, ვინც ყველაზე დიდ თევზს დაიჭერს, საპრიზო ფონდის მესამედს მიიღებს.

კონკურსის არსებობის ისტორიაში დაჭერილი ყველაზე დიდი თევზი 224 კილოგრამს იწონიდა. ჯერჯერობით ტურნირის მიმდინარე გათამაშებაში ჯორდანი მეექვსე ადგილს იკავებს.