არჩილ თალაკვაძე: ჩვენმა ჯარისკაცებმა ვირუსის გავრცელების შეკავებაში განსაკუთრებული როლი შეასრულეს

არჩილ თალაკვაძე: ჩვენმა ჯარისკაცებმა ვირუსის გავრცელების შეკავებაში განსაკუთრებული როლი შეასრულეს

„ჩვენი ჯარისკაცები ჩართულნი იყვნენ ამ ძალისხმევაში და განსაკუთრებული როლი შეასრულეს ვირუსის გავრცელების შეკავებაში“, ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, როდესაც საკანონმდებლო ორგანოში თავდაცვის მინისტრის მოსმენის საკითხს შეეხო.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, მინისტრისგან მოისმინონ შეიარარებული ძალების მონაწილეობაზე საგანგებო მდგომარეობის დროს და შემდგომ პერიოდში.

„ჩვენ ვართ სტრატეგიულ მზადყოფნაში გაწევრიანების თვალსაზრისით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, მინისტრისგან მოვისმინოთ ჩვენი შეიარარებული ძალების მონაწილეობაზე საგანგებო მდგომარეობის დროს და შემდეგ პერიოდში, ვინაიდან ჩვენი ჯარისკაცები ჩართულნი იყვნენ ამ ძალისხმევაში და განსაკუთრებული როლი შეასრულეს ვირუსის გავრცელების შეკავებაში. არის ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი და მე ვიცი, რომ უმრავლესობაში მნიშვნელოვანი მზადება იყო და ვფიქრობ, ბევრი საინტერესო კითხვა დაისმება. დღევანდელი ფორმატი საზოგადოებას კიდევ ერთხელ მისცემს საშუალებას, ნახოს, თუ როგორ პირობებში საქმიანობს შეიარაღებული ძალები, რა პირობებში არიან ჩვენი ჯარისკაცები, როგორ უმჯობესდება სტანდარტები, რა გამოწვევები და საფრთხეები გვაქვს და როგორია ჩვენი შეიარაღებული ძალების მზადყოფნა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტში დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრს მოუსმენენ. „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტს განაგრძობენ და თავდაცვის მინისტრის წლიურ ანგარიშს პროტესტის ნიშნად არ დაესწრებიან.