სასწორი
ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი ქალები, თავისი სინაზით, სილამაზითა და დახვეწილი მანერით არიან განთქმულები. ისინი ძალიან გემოვნებიანები არიან და ყოველთვის ატარებენ ელეგანტურ ტანსაცმელს. მათ უყვართ ძვირადღირებული სამკაულები და სუნამო. ქალი სასწორები ყველაზე მომხიბვლელებად მიიჩნევიან და სწორედ ამიტომ გიჟდებიან კაცები მათზე.
ქალწული
ამ ნიშნის მატარებელი ქალები ძალიან ემოციურები არიან და ამავდროულად ყოველთვის ინარჩუნებენ ღირსებას. ისინი თავიანთ ნამდვილ გრძნობებს მალავენ. ქალწულებს ყოველთვის აქვთ შესანიშნავი მანერები და იქცევიან, როგორც ნამდვილი ქალბატონები. ეს ქალები ყველაზე მეტად დაინტერესებულნი არიან ლიტერატურით, მუსიკით და ხელოვნებით.
მამაკაცებს იზიდავთ მათი სიამაყე და სიცივე. მათ ასევე მოსწონთ გულუხვობა, მოთმინება, სიკეთე და ერთგულება. ქალწულებმა ყოველთვის იციან რა უნდათ კაცებს. მათ აქვთ სრულყოფილი ანალიტიკური შესაძლებლობები. როგორც წესი, ეს ქალები საკმაოდ გვიან ქორწინდებიან.
თხის რქა
ამ ქალებს მართლაც მშვენიერი გარეგნობა აქვთ. მამაკაცები მათ სრულყოფილად თვლიან, რადგან ისინი ყოველთვის მალავენ საკუთარ პრობლემებს პირად ცხოვრებასა და კარიერაში. ამ ქალებს არ მოსწონთ თავიანთი სისუსტეების ჩვენება.
თხის რქა ქალმა ნათლად იცის, რა სახის მამაკაცი სჭირდებათ. მამაკაცებს მათში იზიდავს ინტელექტი და შრომისმოყვარეობა. იგი აფასებს ერთგულებას და არასდროს აპატიებს ადამიანს მოტყუებას. იგი ადვილად განქორწინდება იმ კაცთან, ვინც მას უღალატებს.
თევზები
ყველა მამაკაცი ფარულად ოცნებობს ასეთ ქალზე. იგი ძალიან დახვეწილია, დელიკატური და დაუცველი. ეს ქალები ძალიან მომხიბლავები არიან. მათ ყოველთვის ჰყავთ უამრავი ადამიანი, ვინც აღფრთოვანებულები არიან მისით. მამაკაცები თევზ ქალებთან თავს ძლიერად გრძნობენ.