პრეზიდენტის ჩამოხეული ფოტო და გამგებლის გადასაყენებლად დაწყებული საპროტესტო ტალღა-დილიდან ხმაურია ქობულეთში. მოსახლეობის ნაწილი რაიონის გამგებელს ნაციონალური მოძრაობის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს. დღის განმავლობაში სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ ადგილობრივები თენგიზ ზოიძის სამუშაო კაბინეტში შეიჭრნენ. საპროტესტო აქციები დაიწყო ფოთშიც, სადაც დღეს საკრებულოს თავმჯდომარე უნდა აერჩიათ. თუმცა ჩხუბისა და სიტყვიერი დაპირისპირების გამო სხდომა ჩაიშალა. ნახეთ ინციდენტების ამსახველი მასალა, რომელიც ცოტა ხნის წინ მივიღეთ.