ქართველი მოდელი და ტელეწამყვანი, ნუკი კოშკელიშვილი 9 ივნისს 30 წლის გახდა და ამასთან დაკავშირებით ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც განაცხადა, რომ სული არ ბერდება და ის თავს ისევ 16 წლის გოგონად მიიჩნევს. დაბადებისდღის ღამეს ნუკი სასეირნოდ ვაკის პარს ეწვია და მცირედი ინციდენტი შეემთხვა.
ნუკიმ მის ფეისბუკ გვერდზე ფოტო გამოავეყნა, სადაც სასწრაფო დახმარების მანქანაში იმყოფება. „About Last Night... მე ვარ 30 წლის დედაკაცი, ვინც ღამის 3 საათზე ვაკის პარკში სკუტერით აილეწა, თუ მიაზუმავთ სახეზე მიხვდებით, რომ სახე დაზარალდა ყველაზე მეტად, სული არ ბერდებაო და აჰა...“- წერს ნუკი.
ახლა მოდელი ამ ინციდენტს სიცილით იხსენებს და ინსტაგრამზე განთავსებულ ვიდეოში აცხადებს, რომ მსგავსი რამ 12 წლის შემდეგ არ გადახდენია.