ცნობილი ინგლისელი მწერალი ჯოან როულინგი აცხადებს, რომ 20 წლის ასაკში მასზე სექსუალურად იძალადეს. ამის შესახებ The Telegraph-ი წერს.
„ჰარი პოტერის“ ავტორის თქმით, მოძალადემ თავისი სოციალური მდგომარეობით და ქალის დაუცველობით ისარგებლა. ამასთან, როულინგმა მოძალადის ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა.
წარსულის უსიამოვნო ინციდენტზე საუბარი ჯოან როულინგმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სკანდალური სტატიის (სახელწოდებით, „COVID-19-ის შემდეგ უფრო სამართლიანი მსოფლიო უნდა შევქმნათ ადამიანებისთვის, ვისაც მენსტრუაცია აქვთ“) გამო ტრანსფობიაში დაადანაშაულეს.
სოციალური ქსელების მომხმარებლები მწერალს ტრანსგენდერებისა და ტრანსსექსუალების მიმართ უპატივცემულობაში სდებენ ბრალს.