ბოსტონში ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლს თავი მოაჭრეს

ბოსტონში ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლს თავი მოაჭრეს

აშშ-ში, მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ბოსტონში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებმა ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლს თავი მოაჭრეს. ინფორმაციას ამის შესახებ CBS-ი ავრცელებს.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. ქალაქის მერის, მარტი უოლშის განცხადებით, ძეგლს, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში რამდენჯერმე გახდა ვანდალების სამიზნე, დროებით საცავში გადაიტანენ.

10 ივნისს ვირჯინიის შტატის ქალაქ რიჩმონდში საპროტესტო აქციების მონაწილეებმა ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი ჩამოაგდეს, აშშ-ის დროშაში გაახვიეს, დაწვეს, შემდეგ კი ტბაში გადაადგეს.

ბელგიის ქალაქ ანტვერპენში რასიზმთან ბრძოლის ფარგლებში მეფე ლეოპოლდ II-ის ძეგლი მოხსნეს.

აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას საპროტესტო აქციები მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 2 ივნისს დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.