ლოს-ანჯელესის ოლქის ხელისუფლებამ ჰოლივუდის კინოსტუდიებს გადაღებების დაწყების უფლება მისცა, - ამის შესახებ გამოცემა თჰე Hollywood Reporter იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი გადაღებები ხვალიდან განახლდება. ოლქის ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ბარბარა ფერერის განცხადებით, გაიხსნება ზოოპარკები, აკვარიუმები და კემპინგებიც.
აშშ-ში კოვიდ-19-ით ინფიცირების 2 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსმა ქვეყანაში 112 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.