ლევან ნიკოლეიშვილი გაერთიანებულ ოპოზიციაზე: მაჟორიტარების გამო ლამისაა დაწყვიტონ ერთმანეთი

ლევან ნიკოლეიშვილი გაერთიანებულ ოპოზიციაზე: მაჟორიტარების გამო ლამისაა დაწყვიტონ ერთმანეთი

ზეარეული, ზეჩამოუყალიბებელი სიტუაციაა ის, რაც ოპოზიციურ სპექტრში ხდება და ამის მრავალი მიზეზი არსებობს, ერთი, რომ ეს ადამიანები არ გაერთიანებულან ერთი იდეის გარშემო და ყველას თავ-თავიანთი ინტერესები გააჩნდა, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ლევან ნიკოლეიშვილმა POSTV-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები გუშინ, გუშინწინ ერთმანეთს ეომებოდნენ, უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ, იჭერდნენ და ათასნაირ სიბინძურეში ხვევდნენ ერთმანეთს.

„ეს მყიფე გაერთაიანება მხოლოდ ვიწროპარტიულ ინტერესებს ემსახურება, და მხოლოდ იმ მიზნისკენ არის მიმართული, ვინ რა სკამს დაიკავებს, როგორ იშოვის ფულს და შემდეგ როგორ ჩაძირავს დანარჩენებს, ამას ამომრჩეველი კარგად ხვდება. მაგალითად, მათი მოთხოვნა პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ, ხომ ვხედავთ, რომ ორის გამოშვების შემდეგ, მესამეს გათავისუფლების ინტერესი არცთუ ისეთი დიდია. რეალურად ჩაიქნიეს ხელი და ხანდახან ახსენდებათ, არ დაგავიწყდეთ ისიც გამოსაშვებიაო, მაგრამ თუ არავინ გამოუშვებს არც დარდობენ, რადგან მათ უფრო სერიოზული მიზნები ამოძრავებთ. ასევე გამოჩნდა, რომ მაჟორიტარების გამო ლამისაა დაწყვიტონ ერთმანეთი“, - განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.