კორონავირუსის უსაფრთხოების რეიტინგში საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ლიდერია

კორონავირუსის უსაფრთხოების რეიტინგში საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ლიდერია

ორგანიზაცია Deep Knowledge Group-ის მომზადებული ანგარიშის თანახმად, კორონავირუსის უსაფრთხოების რეიტინგში საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ლიდერია.

ანგარიშის თანახმად, სხვადასხვა პარამეტრის გათვალისწინებით, საქართველოს 550 ქულა აქვს მინიჭებული. ესენია - კარანტინის ეფექტურობა, მთავრობის მიერ რისკ-ფაქტორების ეფექტური მართვის უნარი, მონიტორინგი და გამოვლენა, ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნა, რეგიონული გამძლეობა და საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნა. ამ პარამეტრების შეჯამებით, საქართველო მსოფლიოში 39-ე, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში კი პირველ ადგილზეა.

აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ორგანიზაციას კვლევა 12 ქვეყნის მონაცემების მიხედვით აქვს გაკეთებული, მათ შორისაა: საქართველო (39), რუსეთი (61), ბელარუსი (63), უკრაინა (66), ყაზახეთი (71), აზერბაიჯანი (75), სომხეთი (81), მოლდოვა (82), ყირგიზეთი (108), უზბეკეთი (121), ტაჯიკეთი (124) და თურქმენეთი (131).

მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილს შვეიცარია, ბოლო ადგილს კი სამხრეთ სუდანი იკავებს.

Aburjga Tasmanieli ვაი თქვენს პატრონს!
4 წლის უკან