ნიდერლანდებში ქალაქ გროსბიკის ბიბლიოთეკაში 40 წლის წინ გატანილი წიგნი დააბრუნეს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ბიბლიოთეკამ ინფორმაცია ამის შესახებ Twitter-ზე გამოაქვეყნა და პოსტს წიგნის და ბარათის სურათი დაურთო, რომლის მიხედვითაც კაცმა რომანი 1981 წლის 5 მარტს გაიტანა და მისი დაბრუნება 39 წლით, 13 კვირით და 5 დღით დაგვიანდა.
წიგნი ნიდერლანდელი მწერლის, იან ვოლკერსის 1965 წელს გამოქვეყნებული რომანი Terug naar Oegstgeest-ია. ერთ-ერთმა ადგილობრივმა სააგენტომ გამოთვალა, რომ ჯარიმის სახით მკითხველს 1 531 ევროს გადახდა მოუწევს.
თუმცა ბიბლიოთეკამ დაგვიანებისთვის ჯარიმაზე ლიმიტი დააწესა და მკითხველს მხოლოდ 5 ევროს გადახდა მოუწია.