დიდი ბრიტანეთის ქალაქ მანჩესტერის მკვიდრმა, 47 წლის ჯენეტ კირნსმა დაჭრა 62 წლის შეყვარებული, რადგამ მან დაბადების დღე მხოლოდ მესიჯით მიულოცა. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს.
ჯენეტ კირნსმა ალან პირსი 2017 წელს, სამსახურში გაიცნო. ჯენეტი და ალანი დამეგობრდნენ, რამდენიმე თვეში კი მათ რომანტიკული ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ. იმავე წლის აგვისტოში პირსმა შენიშნა, რომ ჯენეტი ზოგჯერ წვრილმანების გამო ზედმეტად აგრესიული ხდება და მას ღალატში ადანაშაულებს.
3 წლის განმავლობაში წყვილის ურთიერთობა სულ უფრო უარესდებოდა და გასული წლის აპრილში ალანმა ჯენეტს უთხრა, რომ მასთან ერთად ყოფნა აღარ სურდა, თუმცა ქალმა ის გადაარწმუნა. ერთ-ერთი მორიგი ჩხუბის დროს, 2019 წლის 3 მაისს პირსმა თქვა, რომ ეს უქმეები მათ ურთიერთობებში ბოლო იქნებოდა. 4 მაისს, ჯენეტის დაბადების დღეზე ალანმა მას მილოცვა მესიჯით გაუგზავნა და პასუხად „მადლობა“ მიიღო.
ჯენეტ კირნსი გააბრაზა იმ ფაქტმა, რომ პირსმა მას არ დაურეკა და მხოლოდ მესიჯით შემოიფარგლა. 46 წლის ქალი შეყვარებულის სახლში მივიდა და ის ღალატში დაადანაშაულა. ალან პირსმა პოლიციაში დარეკვა სცადა, რის შემდეგაც ჯენეტმა ის სამზარეულოს დანით ხელში დაჭრა.
ალანმა სასწრაფო დახმარებაში დარეკვა მოასწრო, შემდეგ კი გონება დაკარგა. ადგილზე მისულ მედიკოსებს სახლში ჯენეტ კირნსი დახვდა, რომელსაც შეყვარებულისთვის არანაირი დახმარება არ აღმოუჩენია.
ალან პირსი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. სასამართლომ ჯენეტ კირნსს 6-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.