ავიაკომპანია Philippine Airlines-ის ბორტგამცილებლებმა კორონავირუსის პანდემიის დროს ერთ-ერთი ფრენის შესრულებისას ქალი ამშობიარეს. ამის შესახებ ABS-CBN წერს.
შემთხვევა 6 ივნისს მოხდა. თვითმფრინავი დუბაიდან მანილას მიმართულებით მიფრინავდა. ცხრა კილომეტრის სიმაღლეზე ბორტგამცილებლების მოქმედებას ექიმი აკვირდებოდა, რომელსაც სატელიტის მეშვეობით დაუკავშირდნენ.
ბორტგამცილებლებმა ქალი უსაფრთხოდ ამშობიარეს. ახალშობილი ბიჭი სრულიად ჯანმართელია. მისი ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.