პარლამენტის უახლოესი დღის წესრიგის მთავარი თემა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული ცვლილებებია. როგორც არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებების გარდა კიდევ რიგი საკითხი არსებობს, რომლებზეც დეპუტატებმა უნდა იმსჯელონ, ამიტომ საკანონმდებლო ორგანო დატვირთული რეჟიმით მუშაობას განაგრძობს.
„ეუთოს ODIR-ის რეკომენდაციების გათვალისწინებით მომზადდა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები. მოგეხსენებათ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი თავისუფალი, სამართლიანი, გამჭვირვალე არჩევნებისთვის და, რა თქმა უნდა, სწორედ ამით საპარლამენტო ნაწილში ჩვენ, ასევე თავის მხრივ მთავრობა, საერთო ჯამში ხელისუფლება ემზადება დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად. ჩვენ ვმუშაობთ ძალიან ფორსირებულ რეჟიმში, რომ სხვა ამოცანებთან ერთად პარლამენტმა ეს ძირითადი და მნიშვნელოვანი ამოცანები შეასრულოს“, - განცხადა თალაკვაძემ.