ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 8 404 შემთხვევა დადასტურდა, რაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 8 404 შემთხვევა დადასტურდა, რაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია

რუსეთის კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 8 404 შემთხვევა დადასტურდა, რაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 493 657 შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 216 ადამიანი გარდაიცვალა, რამაც სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებელი 6 358-მდე გაზარდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთში კორონავირუსისგან 252 783 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.