გაეროს გენერალური მდივანი: ტურიზმი პანდემიის დაძლევის პლატფორმა შეიძლება გახდეს

გაეროს გენერალური მდივანი: ტურიზმი პანდემიის დაძლევის პლატფორმა შეიძლება გახდეს

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ ტურიზმი პანდემიის დაძლევის პლატფორმა შეიძლება გახდეს.

„მოგზაურობა შემცირდა, შიში გაიზარდა და მომავალი კი გაურკვეველია. ტურიზმი 2030 წლისთვის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის მთავარი საყრდენია. მრავალი ადამიანის საარსებო წყარო ტურიზმზეა დამოკიდებული. უფრო მეტიც, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ბიომრავალფეროვნების დაცვა დიდწილად ტურისტულ სექტორს ეყრდნობა“, - აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

მისივე თქმით, ტურიზმი პანდემიის დაძლევის პლატფორმა შეიძლება გახდეს.

„ხალხის გაერთიანების გზით, ტურიზმმა შეიძლება ხელი შეუწყოს სოლიდარობასა და ნდობას, რაც გადამწყვეტი ფაქტორია გლობალური თანამშრომლობის წინსვლისთვის, რაც ამ დროს აუცილებელია“, - დასძინა მან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.